საარჩევნო კამპანია

„ევროპული საქართველოს“ ლიდერებმა გიგა ბოკერიამ, გიგი წერეთელმა მარნეულში, ქვემო ქართლის მაჟორიტარობისა და მერობის კანდიდატები წარადგინეს. პარტიამ მარნეულში მერობის კანდიდატად აჰმედ იმამკულიევი წარადგინა.

ადგილობრივებმა ლიდერებთან შეხვედრისას ისაუბრეს სოციალურ-ეკონომიკურ, სასმელი და სარწყავი წყლის პრობლემებზე, ასევე მოუწესრიგებელ ინფრასტრუქტურაზე, კორუფციისა და ნეპოტიზმის შემთხვევებზე.