საარჩევნო კამპანია

საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, პარტია „ქართული ოცნების“ თელავის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატმა, ლევან ანდრიაშვილმა თელავში ახალგაზრდებთან შეხვედრა გამართა. დამსწრეებს მან მუნიციპალიტეტის განვითარების ხედვა და მიზნები გააცნო. შეხვედრა აქტიური კომუნიკაციის რეჟიმში წარიმართა. ადგილობრივებმა კანდიდატს ახალგაზრდული ინიციატივებისა და მათ წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.