„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობას თემქის ხევში შეხვდა. შალვა ნათელაშვილის განმარტებით, ხელისუფლებამ ადგილზე კულტურისა და დასვენების პარკის აშენების პროექტი 2018 წელს წარადგინა, თუმცა, სამშენებლო სამუშაოები აღარ გაგრძელებულა და ტერიტორია დაჭაობდა. გამარჯვების შემთხვევაში, შრომის პარტიის ლიდერი ხევში საბავშვო რკინიგზის აშენებისა და დასვენების ცენტრის მოწყობის პირობას დებს.