არჩევნების მოახლოების პარალელურად, პოლიტიკურ სპექტრში განხილვის თემაა საარჩევნო გარემო. ოპოზიციის ნაწილი ამტკიცებს, რომ საჯარო მოხელეებს პირადობის მოწმობებს კონკრეტული მიზნებისთვის ართმევენ და ამ საკითხზე გამოძიება უნდა დაიწყოს.
ოპონენტების ბრალდებებს პასუხობენ მმართველ გუნდში, სადაც ამბობენ, რომ წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით, ყველაფერი წესრიგშია და ამის დასტურად ეუთო/ოდირის შუალედური დასკვნა მოჰყავთ.