ცვლილებები არაელექტრონული პირადობის მოწმობებთან დაკავშირებით

უთანხმოების მიზეზი ხდება მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებული კიდევ ერთი კანონპროექტი.

ინიციატივა პირადობის მოწმობებს ეხება. არჩევნებში ხმის მიცემის უფლება მაინც ექნებათ იმ მოქალაქეებს, რომლებსაც არაელექტრონული, ე.წ. ლამინირებული მოწმობები აქვთ. „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული კანონპროექტი 2011 წლის ივლისამდე გაცემული ყველა მოწმობის გაუქმებას გულისხმობს. თუმცა, დაიშვება რამდენიმე გამონაკლისი. იმ პირებს, რომლებიც რელიგიური მოსაზრებების ან ჯანმრთელობის გამო ელექტრონული მოწმობების აღებაზე უარს ამბობენ, ახალ არაელექტრონულ მოწმობებს მისცემენ. ინიციატივის მიღმა ხმების გაყალბების საფრთხეს ხედავს ოპოზიცია, რომელიც დაგეგმილი ცვლილებების გარშემო მიმდინარე კონსულტაციებში აქტიურად იყო ჩართული. არაელექტრონული პირადობის მოწმობების ძალადაკარგულად გამოცხადების საკითხი მას შემდეგ გააქტიურდა, რაც გადაწყდა, რომ მომავალ წელს საპარლამენტო არჩევნები უბნების უმრავლესობაზე ელექტრონული წესით ჩატარდება.