საარჩევნო გადაჯგუფებები ოპოზიციაში - შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში

რა კონფიგურაციით წარდგებიან პოლიტიკური პარტიები არჩევნებზე და რა შანსი აქვთ მათ – ოპოზიციის ნაწილი ერთიანობის მნიშვნელობაზე აკეთებს აქცენტს. მათი განცხადებით, მთავარია, ოპოზიციის პოლიტიკურმა ცენტრებმა არჩევნების საშუალებით ამომრჩევლის ხმათა უმრავლესობა და, შესაბამისად, გამარჯვება მოიპოვონ.

საკითხს სკეპტიკურად უყურებს ოპოზიციის მეორე ნაწილი. მათ მიაჩნიათ, რომ ცალკე პოლიტიკური ცენტრების შექმნას, ერთიანი, თუნდაც დროებითი კოალიციის შექმნა სჯობს. უმრავლესობაში კი ოპოზიციური პარტიების გადაჯგუფებებს სპექტაკლს უწოდებენ და კრახს უწინასწარმეტყველებენ.