საარჩევნო დაჯგუფებები ოპოზიციაში

კვლავ აქტუალურია მოახლოებული არჩევნებისთვის პოლიტიკური პარტიების კონფიგურაციის საკითხი. „ნაციონალური მოძრაობის“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ალიანსისა და გვარამია-ხოშტარია-ზურაბ გირჩის პარტიების ერთობის შემდეგ, ახლა საუბარია მესამე პოლიტიკურ გაერთიანებაზე, რომელიც შესაძლოა აღმოჩნდეს მამუკა ხაზარაძის და ექს-პრემიერის გიორგი გახარიას ერთ დროს რადიკალურად დაპირისპირებული მხარეების პარტიები.

საკითხი პოლიტიკოსების მიერ გაცხადებულმა ირიბმა განცხადებებმა გააქტიურეს, თუმცა, ახლა აღნიშნული პარტიების წევრები ერთმანეთთან კონსულტაციებს უარყოფენ. რაც შეეხება სხვა გაერთიანებებს – „ნაციონალური მოძრაობა“ თავს ოპოზიციის ლოკომოტივად მიიჩნევს და ყველა პოლიტიკური იდენტობის არმქონე პარტიას გაერთიანების იდეას უწონებს. სახელისუფლებო გუნდში მიაჩნიათ, რომ ოპოზიცია ნებისმიერი კონფიგურაციით არჩევნებზე მარცხისთვის არის განწირული.