არჩევნების მოახლოებასთან ერთად, საარჩევნო ბარიერის საკითხი სულ უფრო აქტიურდება. ოპოზიციის ნაწილი ბარიერის დაწევას ითხოვს, თუმცა ნაწილი პრობლემას ვერ ხედავს. მათ შორის არის „ნაციონალური მოძრაობა“, ოპოზიციურ გუნდში აცხადებენ, რომ მათი პარტია საპარლამენტო არჩევნებში დიდი მხარდაჭერის მოპოვებას შეძლებს.
რაც შეეხება მმართველი გუნდის პოზიციას, უმრავლესობაში ამბობენ, რომ ბარიერის საკითხი არ გადაიხედება. „ქართულ ოცნებას“ არგუმენტად სხვა ქვეყნების მაგალითი მოჰყავს და განმარტავს, რომ ევროპის უმეტეს ქვეყნებში ხუთპროცენტიანი ბარიერი მოქმედებს და საქართველომაც ამ პრაქტიკით უნდა იხელმძღვანელოს.