თბილისში საახალწლო ღონისძიებები დღეს ქართული ესტრადის ვარსკვლავებისა და ბენდების გრანდიოზული შოუ პროგრამით დასრულდება. თუმცა, პირველი რესპუბლიკის მოედანზე მოწყობილი საახალწლო სოფელი ხვალაც იფუნქციონირებს.
თითქმის სამი კვირის განმავლობაში სოფელმა ასეულობით ადამიანს უმასპინძლა. იმართებოდა საბავშვო აქტივობები, კონცერტები, ზღაპრის გმირების წარმოდგენები და ნაძვის ხის ხელნაკეთი აქსესუარების ვორქშოფები.
წელს თბილისის საშობაო ბაზარმა გააერთიანა პროექტები „დააგემოვნე თბილისის ქუჩებში“ და „თბილისური ბაზარი“. მოწყობილი იყო საახალწლო გამოფენა-გაყიდვა, აგრო, ღვინის და სამეწარმეო ბაზარი. 25 დეკემბრიდან, ყოველ საღამოს, ტარდებოდა ქართული ესტრადის ვარსკვლავებისა და მუსიკალური ბენდების კონცერტები, ასევე დიჯეების მუსიკალური წარმოდგენები.