საბავშვო ვოკალური სტუდია „ლა პრიმას“ საახალწლო კონცერტს აკაკი ხორავას სახელობის მსახიობთა სახლმა უმასპინძლა. კონცერტზე წარმოდგენილი იყო როგორც ქართველი, ისე უცხოელი კომპოზიტორების ყველასთვის საყვარელი საახალწლო კომპოზიციები.