საახალწლო კონცერტი დედაენის ბაღში

საახალწლო ღონისძიების ფარგლებში, დედაენის ბაღში კიდევ ერთი კონცერტი გაიმართა. „ღამის შოუს ბენდმა“ ალბომიდან ყველაზე პოპულარული და ხალხისთვის საყვარელი სიმღერები შეასრულა. კონცერტი ორი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. საახალწლო სოფელში მუსიკალური ნომრები 24 დეკემბრიდან ყოველდღიურად სრულდება. ღონისძიებები 14 იანვარს გრანდიოზული კონცერტით დასრულდება.