„ლა პრიმას“ საახალწლო კონცერტი

საბავშვო მუსიკალური სტუდიის „ლა პრიმას“ საახალწლო კონცერტი გაიმართა „თბილისი არტ ჰოლში“. კონცერტში  სამიდან 17 წლამდე ასაკის 90-მდე ბავშვი მონაწილეობდა. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო რეპერტუარი საახალწლო სიმღერებიდან,  ასევე  შესრულდა სპეციალურად ამ დღისთვის „ლა პრიმას“ სტუდიაში დაწერილი სხვადასხვა საავტორო სიმღერა.

საბავშვო მუსიკალური სტუდია მსგავსი ღონისძიებების გამართვას  მომავალშიც გეგმავს.