საბავშვო მუსიკალური სტუდიის „ლა პრიმას“ საახალწლო კონცერტი გაიმართა „თბილისი არტ ჰოლში“. კონცერტში სამიდან 17 წლამდე ასაკის 90-მდე ბავშვი მონაწილეობდა. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო რეპერტუარი საახალწლო სიმღერებიდან, ასევე შესრულდა სპეციალურად ამ დღისთვის „ლა პრიმას“ სტუდიაში დაწერილი სხვადასხვა საავტორო სიმღერა.
საბავშვო მუსიკალური სტუდია მსგავსი ღონისძიებების გამართვას მომავალშიც გეგმავს.