ერთ-ერთი პირველი მუნიციპალიტეტი, სადაც საახალწლო ღონისძიება იმართება, თეთრიწყაროა. აქ ღონისძიებები ორი საათიდან დაიწყო. მოეწყო საშობაო ბაზრობა, საბავშვო გასართობი სივრცეები და ინსტალაციები. სამი საათიდან ადგილობრივი ანსამბლების კონცერტი დაიწყო. ღონისძიებაზე დაცულია კოვიდრეგულაციები.