საახალწლო ღონისძიებები ფოთში

ფოთის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო. სადღესასწაულო ღონისძიებები ფოთში ანსამბლ „ალილოს“ და ჯგუფ „გუფი ლენდის“ საკონცერტო პროგრამით გაიხსნა. საზეიმო ღონისძიებები რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება. გაიმართება კონცერტები, დაგეგმილია გასართობი პროგრამები, მოეწყობა საშობაო სოფელი.