მიხეილ სააკაშვილის წიგნის – „ძალის გამოღვიძება“ პრეზენტაცია დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ რუსთავის ორგანიზაციაში გაიმართა. შეხვედრა სასტუმრო რუსთავის საკონფერენციო დარბაზში იყო დაგეგმილი, თუმცა როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები აცხადებენ, მათ ბოლო მომენტში დარბაზზე უარი უთხრეს. პრეზენტაციას მიხეილ სააკაშვილის დედაც ესწრებოდა. შეკრებილ საზოგადოებასთან წინასაარჩევნო საკითხებსა და მოლოდინებზე ესაუბრეს. გიული ალასანიას თქმით, ეს არ არის მხოლოდ ბიოგრაფიული წიგნი და საქართველოსა და მსოფლიოს უახლეს ისტორიას ასახავს.