თელავის ვაჟა ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში საერთაშორისო სააღდგომო ფესტივალის დახურვისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. მეთექვსმეტე სეზონის ფინალურ კონცერტში შესრულებული იქნა არიები პუჩინის ოპერებიდან.
კონცერტში ცნობილი საოპერო მომღერლები და თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის კამერული ორკესტრი მონაწილეობდა. საერთაშორისო სააღდგომო ფესტივალი კოვიდპანდემიის გამო, გაზაფხულზე ვერ ჩატარდა და მისი კონცერტები დეკემბერში იქნა გადმოტანილი.