ჯანდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანს პატიმრობა შეეფარდა.
უკვე ცნობილია, რომ სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელის დაკავება ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის იმ საქმეს უკავშირდება, რომელიც ჯერ კიდევ ივლისში გახმაურდა. ბრალდების მხარის ცნობით, ფსიქოტროპული წამლების ურეცეპტოდ გაცემის დანაშაულებრივ სქემაში თბილისსა და გორში მდებარე 15 აფთიაქი იყო ჩართული. გამოძიება გია თვალავაძეს ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის ხელშეწყობას ედავება. გავრცელებული ინფორმაციით, საქმეში რამდენიმე ჩანაწერიც დევს, თუმცა თვალავაძის ადვოკატი მათ ავთენტურობას ეჭვქვეშ აყენებს.
ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებას ხმაურის გარეშე არ ჩაუვლია. სასამართლო პროცესზე ექიმის გამოძახება გახდა საჭირო.