რუსულმა საფრენმა აპარატმა საქართველოს საჰაერო სივრცე დაარღვია

ოკუპანტების მორიგი პროვოკაციული ქმედება.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური (სუს) რუსული საფრენი აპარატის მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევას ადასტურებს. რუსულმა ვერტმფრენმა სოფელ გუგუტიანთკარის ახლოს, მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადაიფრინა. ოკუპირებული ტერიტორიის თავზე ვერტმფრენი რამდენიმე წუთის განმავლობაში დაფრინავდა.

სოფელში გრძელდება ე.წ. ბორდერიზაციის სამუშაოებიც.

თემის დეტალლები „მოამბეში“.