რუსული ოკუპაციის კიდევ ერთი მსხვერპლი - არჩილ ტატუნაშვილი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს
მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალვა და ღირსების ორდენით დაჯილდოება. რუსული ოკუპაციის კიდევ ერთი მსხვერპლი უკანასკნელ გზაზე ასობით თანამემამულემ გააცილა.
არჩილ ტატუნაშვილი გარდაცვალებიდან 30-ე დღეს დაკრძალეს. მუხათგვერდში სამგლოვიარო ცერემონიას ქართველი სამხედროს ახლობლები, რიგითი მოქალაქეები, სასულიერო პირები, ხელისუფლების წარმომადგენლები და პოლიტიკოსები ესწრებოდნენ.