რუსული ოკუპაციის კიდევ ერთი მსხვერპლი – არჩილ ტატუნაშვილი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს

21:05, 24.03.2018

მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალვა და ღირსების ორდენით დაჯილდოება. რუსული ოკუპაციის კიდევ ერთი მსხვერპლი უკანასკნელ გზაზე ასობით თანამემამულემ გააცილა.

არჩილ ტატუნაშვილი გარდაცვალებიდან 30-ე დღეს დაკრძალეს. მუხათგვერდში სამგლოვიარო ცერემონიას ქართველი სამხედროს ახლობლები, რიგითი მოქალაქეები, სასულიერო პირები, ხელისუფლების წარმომადგენლები და პოლიტიკოსები ესწრებოდნენ.

 

მსგავსი