რუსეთის 13 მოქალაქეს ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების პროცესში ჩარევაში ბრალი ოფიციალურად წაუყენეს.
სამ მათგანს შეთქმულებაში მონაწილეობაში ადანაშაულებენ. კიდევ ხუთს კი, მოქალაქეთა პირადი მონაცემების მითვისებას ედავებიან. დასახელებულია სამი რუსული კომპანიაც. მათ შორის არის ე.წ. ტროლების ქარხანა, რომელიც სანქტ-პეტერბურგში მდებარეობს. კომპანიის მთავარი ამოცანა სოციალურ მედიაში ცრუ ინფორმაციის გავრცელებაა.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ბრალდებულები „საინფორმაციო ომს“
აწარმოებდნენ და დონალდ ტრამპს გამარჯვებაში დახმარებოდნენ.