ძლიერმა ქარმა რუსთავში, მე-7 „ა“ მიკრორაიონსა და სარაჯიშვილის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლებს სახურავები ახადა. მშენებელთა და რუსთაველის ქუჩებზე, ასევე ცენტრალურ პარკში კი ხეები მოტეხა. ადგილებზე მობილიზებული იყვნენ რუსთავის მერიის შესაბამისი სამსახურები. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს მთელი ღამის განმავლობაში „რუსთავ-სერვის ცენტრის“ თანამშრომლები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ბრიგადები აწარმოებდნენ.