ძლიერი წვიმის შედეგად რუსთავში რამდენიმე ცენტრალური ქუჩაა დატბორილი. ავტოსაგზაო მოძრაობა შეფერხებულია. დილიდან მობილიზებულია სამაშველო და მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურები. მთელი ღამის განმავლობაში სანიაღვრე ჭების გაწმენდა მიმდინარეობდა. პრობლემის აღმოსაფხვრელად დიდი სანიაღვრე ჭების გახსნა მოხდა, წყლის ნაკადულის შესამცირებლად.