რუსთავში რამდენიმე ქუჩა დაიტბორა
რუსთავში რამდენიმე ქუჩა დაიტბორა

ძლიერმა წვიმამ რუსთავში პრობლემები შექმნა.

ქალაქში რამდენიმე ქუჩა დაიტბორა, რის გამოც ავტოსაგზაო მოძრაობა შეფერხებულია.

პრობლემურ ქუჩებზე მუშაობენ მაშველები და მერიის შესაბამისი სამსახურები.

როგორც რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა აცხადებს, აღნიშნული პრობლემა იმ სანიაღვრე არხმა გამოიწვია, რომელიც იაღლუჯის მთიდან მოდის. წლების წინ არხის მიმართულება შეიცვალა და დაგროვილი წყალი პირდაპირ ქალაქში მიედინება. აღნიშნული პრობლემის აღმოსაფხვრელად მერია ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად მუშაობს. მანამდე კი, დიდი სანიაღვრე ჭები გაიხსნა, რათა წყლის ნაკადი შემცირდეს.