რუსთავის საკრებულოში თავმჯდომარის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას ითხოვენ.
მოთხოვნა ვრცელდება მოადგილეებზე და კომისიების ხელმძღვანელებზეც. საკრებულოს თავმჯდომარედ გიორგი გახარიას პარტიის წევრია არჩეული. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები იკავებენ სხვა ხელმძღვანელ თანამდებობებსაც. უმცირესობაში მყოფი მმართველი პარტია იმპიჩმენტის პროცედურის მოთხოვნის მიზეზად თვითმმართველი ორგანოს მუშაობის შეფერხების და ქალაქისთვის მნიშვნელოვანი პროექტების მიზანმიმართულად დაბლოკვის მცდელობას ასახელებს. რუსთავი ერთ-ერთია იმ საკრებულოებს შორის, სადაც „ქართულმა ოცნებამ“ 2021 წელს უმრავლესობა დაკარგა. თავმჯდომარის გადაყენებისთვის 18 ხმაა საჭირო. მმართველ პარტიას 16 მანდატი აქვს.