პრეზიდენტის იმპიჩმენტი

18:23, 18.10.2023

სალომე ზურაბიშვილი ვადის ამოწურვამდე პრეზიდენტის თანამდებობას ინარჩუნებს.

„ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულმა იმპიჩმენტის პროცედურამ პარლამენტში ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ მოაგროვა – 86 მომხრე, ერთი წინააღმდეგი. კენჭისყრას დაესწრო საქართველოს პრეზიდენტიც. საკანონდებლო ორგანოში პროცესი 12 საათიდან მიმდინარეობდა. კანონმდებლებს სიტყვით მიმართა საკონსტიტუციო წარდგინების ავტორმა, ირაკლი კობახიძემ. სხდომათა დარბაზში სიტყვით გამოვიდა სალომე ზურაბიშვილიც.

მსგავსი