რუსთავის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებმა, მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევისა და საკრებულოს თავმჯდომარისა და დანარჩენი თანამდებობის პირების თანამდებობიდან გადაყენების მოთხოვნით მიმართა. რუსთავის მერის განცხადებით, ქალაქის განვითარებისთვის საჭირო პროექტების განხორციელება რუსთავის მერიისა და საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ გუნდს, „ნაციონალური მოძრაობისა“ და გახარიას პარტიის წევრებისგან შემდგარ კოალიციასთან მუდმივი ბრძოლის რეჟიმში უკვე მესამე წელია უწევს.
ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ გახარიას პარტიის წევრი საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების მოთხოვნით საკრებულოს წერილობით უკვე მიმართა.