რუსთავის მერის განცხადება

რუსთავის მერი რუსთავის საკრებულოს წევრებს ქალაქის განვითარების შეფერხებაში ადანაშაულებს. ნინო ლაცაბიძის განცხადებით, მიზანმიმართული პოლიტიკა, რომელსაც რუსთავის წარმომადგენლობითი ორგანოს უმრავლესობაში მყოფი „ნაციონალური მოძრაობა“ და პარტია „საქართველოსთვის“ წევრები ატარებენ, ქალაქში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებს, ქალაქის ბიუჯეტსა და ზოგადად განვითარების პროცესს აზიანებს. მისი ინფორმაციით, ამჯერად საუბარია რუსთავის განვითარების გენერალურ გეგმაზე, ქალაქის ეკოლოგიისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე, ასევე განხილვის გარეშე რჩება შშმ პირთა ცენტრის ბენეფიციართათვის ფართის გადაცემის მიმართულებაც.