რუსთავის საკრებულომ ქალაქის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტს ერთხმად დაუჭირა მხარი.
ბიუჯეტის პროექტის განხილვა კომისიებსა და საკრებულოს გასულ სხდომაზე ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. პირველ მოსმენაზე ოპოზიციური უმრავლესობით დაკომპლექტებულმა საკრებულომ პროექტს მხარი არ დაუჭირა და მერიას უკან დაუბრუნა. ამჯერად კი საკრებულოში წარმოდგენილმა ოთხივე პარტიამ ბიუჯეტს მხარი დაუჭირა.