რუსთავი-თბილისის სამარშრუტო ტაქსით მგზავრობის საფასური 50 თეთრით გაიზარდა. მოქალაქეებს 2 ლარის გადახდა მოუწევთ. ქალაქის მერის განმარტებით, ბილეთის ფასი მძღოლებმა თვითნებურად, მერიასთან შეთანხმების გარეშე გაზარდეს, რითიც სანებართვო პირობები დაარღვიეს. ირაკლი ტაბაღუა აცხადებს, რომ მათ მიმართ შესაბამისი სანქციები გატარდება.
შეგახსნებთ, რომ ორი დღის წინ მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი ადგილობრივი ხელისუფლებისგან მგზავრობის საფასურის გაზრდაზე ნებართვას ითხოვდნენ.