ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის 9 %-ანი წილის მფლობელმა, ნინო ნიჟარაძემ შესაძლოა სასამართლო დავა შეწყვიტოს. განცხადება ამის შესახებ, მისმა ადვოკატმა გააკეთა.
ადვოკატის ინფომრმაციით, მიმდინარე დავაზე, რომლის ფარგლებშიც ნიჟარაძე მოწილეებისგან და „რუსთავი 2“-ის დირექტორისგან 28 მილიონიანი ზარალის ანაზღაურებას მოითხოვს, ხვალ პარტნიორთა კრება უნდა გაიმართოს. კრება მოდავე მხარემ მოიწვია. შეხვედრაზე უნდა გადაწყვიტონ, სად შეიძლება გაგრძელდეს დავის განხილვა. ნინო ნიჟარაძის ადვოკატი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მხარეები შეთანხმდებიან საკითხის განხილვაზე არბიტრაჟში, სასამათლო დავა შესაძლოა შეწყდეს.