„ქართული მარშის“ წევრების საქმე

ხმაური თბილისის საქალაქო სასამართლოში.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან 21 მარტს დაპირისპირების შემდეგ დაკავებული ქართული მარშის 7 წევრი მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა. გიორგი კარატიშვილმა საკუთარი გადაწყვეტილება მტკიცებულებების განადგურების საფრთხის არგუმენტით ახსნა, რასაც დარბაზში ბრალდებულების და მათი ახლობლების მხრიდან ხმაური მოჰყვა. პროცესზე დაცვის მხარე საპატიმრო ღონისძიების შეცვლას გირაოთი ითხოვდა, რაც არ დაკმაყოფილდა. დაკავებულებს თავდებში რამდენიმე დეპუტატიც უდგებოდა.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძლედება.