ბაგრატიონ-გრუზინსკების სასამართლო დავა

ნუგზარ და ანა ბაგრატიონ-გრუზინსკები,  დავით ბაგრატიონ-მუხრანელს, „საქართველოს სამეფო სახლის სახელით უნებართვოდ სარგებლობას“ ედავებიან. საკითხზე საქალაქო სასამართლოში დღეს მოსამზადებელი სხდომა გაიმართება. პროცესზე ისტორიულ მეცნიერებათა აკადემიკოსები – როინ მეტრეველი და გიორგი ოთხმეზური გამოიკითხებიან.

სხდომა 15 საათზეა ჩანიშნული. ანა და ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკების ინტერესების დამცველი აცხადებს, რომ დავით ბაგრატიონ-მუხრანელი, სამეფო ოჯახის ყოფილი სიძეა და მას ლეგიტიმაცია არ აქვს.

დავას არასერიოზულს უწოდებს დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატი.  მისი თქმით, სარჩელის მიზანი გაუგებარია.