„რუსთავი 2“- ის დამფუძნებლები, დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე გენერალურ პროკურატურას მიმართავენ. მათ დღეს ადვოკატებთან ერთად სისხლის სამართლის საქმის მასალების გადაცემა მოითხოვეს. დავით დვალის თქმით, 2015 წელს ტელეკომპანიის წილების მათთვის უკანონოდ წართმევის გამო დაზარალებულად იყვნენ ცნობილი, თუმცა, საქმის მასალების გაცნობის საშუალება არ ჰქონდათ და ეს შესაძლებლობა კანონის შეცვლის შემდეგ მიეცათ. დვალის განმარტებით, არსებული მასალებით საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება, რა დანაშაულებრივი სქემა იყო შემუშავებული. ადვოკატების ინფორმაციით, სასამართლო სხდომა მოცემულ საქმეზე 14 მაისს ჩაინიშნა.
მოამბე