რუსმა სამხედროებმა სოფელ კირბალში მწყემსი დააკავეს

კიდევ ერთი გატაცება საოკუპაციო ხაზთან.

რუსმა სამხედროებმა გორის რაიონის სოფელ კირბალში მწყემსი დააკავეს.

დაკავებულია 50 წლის აკაკი დათიაშვილი. შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა ის საქონელს შვილთან და თანასოფლელთან ერთად მწყემსავდა.

ფაქტის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.