კირბალში რუსი ოკუპანტების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობას ეხმაურება ოპოზიცია

რუსეთის საოკუპაციო ძალების მხრიდან ჩადენილ მორიგ დანაშაულს აფასებენ ოპოზიციაში. ოპოზიციონერი დეპუტატები ოკუპანტი სახელმწიფოს ქმედებებში ხელისუფლებას ადანაშაულებენ. მათი განცხადებით, ის მეგობრული პოლიტიკა, რასაც ხელისუფლება ატარებს, ოკუპანტ სახელმწიფოს პასუხისმგებლობას უხსნის.