საოკუპაციო რეჟიმის მისამართით მოთხოვნა უცვლელია – დაუყოვნებლივ გადმოეცეს ქვეყანას დამნაშავე, რომელმაც საქართველოს მოქალაქე, თამაზ გინტური მოკლა. გარდა ამისა, არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, ამ დრომდე ოკუპანტების ტყვეობაში რჩება ლევან დოთიაშვილი, რომელიც გინტურის მკვლელობის შემდეგ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა უკანონოდ დააკავეს. ის ცხინვალში რჩება. მოკლულის მანქანა კი ახლაც კირბალთან, ოკუპირებულ ტერიტორიაზე დგას, რის გამოც ქართველი სამართალდამცავები მის დათვალიერებას ჯერ ვერ ახერხებენ.
ნინო ფისაძე გვიერთდება თემის დეტალებით პირდაპირ ეთერში.