რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობაზე გამოძიება დაიწყო. სოფელ კირბალთან საქართველოს მოქალაქე რუსეთის საოკუპაციო ძალებმა სროლის შედეგად მოკლეს, მეორე პირი კი გატაცებულია.
სოფელში დღეს უკვე ჟურნალისტები შეუშვეს, მათ შორის „მოამბის“ გადამღები ჯგუფიც.
ნოდარ ჩაჩუა ესაუბრა მოკლულისა და გატაცებულის ოჯახის წევრებს.