რუსეთის სავიზო ცენტრი თბილისში

თბილისში რუსეთის სავიზო ცენტრი გაიხსნა. საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსეთის ვიზების მიღების პროცესი მარტივდება. მსურველები ვიზის აღებას, ბესიკის ქუჩის 4 ნომერში დღეიდან შეძლებენ. ცენტრში 16 ფანჯარა იქნება და თითოეული დღის განმავლობაში 22 ადამიანს მოემსახურება, საერთო ჯამში რუსეთის სავიზო ცენტრი ერთ დღეში 300-ზე მეტ მსურველს მიიღებს. მომსახურება ფასიანია და 30 დოლარი ღირს.