თბილისში რუსეთის სავიზო ცენტრი ამოქმედდება

საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსეთის ვიზების მიღების პროცესი მარტივდება. ხვალიდან თბილისში რუსეთის სავიზო ცენტრი ამოქმედდება. საბუთების ჩაბარების შემდეგ დოკუმენტაცია შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციაში გაიგზავნება, სადაც ვიზის გაცემაზე საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ. ინფორმაციას უკვე ადასტურებენ თბილისში.