ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე შექმნილ საშიშ და რთულ მდგომარეობაზე საუბრობს უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსი მრჩეველი. მიხაილ პოდოლიაკის თქმით, ეს არის საფრთხე მთელი ევროპისთვის და თავად რუსეთისთვის. მისივე ინფორმაციით, ოკუპანტების მოქმედების გამო, სტაბილური ელექტრომომარაგება ობიექტებს შეწყვეტილი აქვთ, რომლებიც ელექტრომომარაგების გარეშე უბრალოდ არ უნდა დარჩნენ. „ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ“ დაკარგა კონტაქტი ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოების მონიტორინგის სისტემებთან, ამიტომ ახლა არავინ იცის, რა ხდება იქ. აცხადებს პოდოლიაკი. რუსების მიერ დაკავებულ ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურში, ბელარუსის პრეზიდენტი სპეციალისტებს აგზავნის, რათა ვითარებას გაეცნონ. აღნიშნულის შესახებ თავად ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა.