რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

რუსეთმა ოდესაზე ისევ დრონებით მიიტანა იერიში. წინასწარი ცნობებით, არიან დაშავებულები. დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა – კერძოდ საცხოვრებელი სახლები, მაღაზიები და ავტომობილები. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, ღამით რუსეთმა უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის – 145 დრონი გაუშვა, საიდანაც თავდაცვის სისტემებმა 62 გაანადგურეს. საოკუპაციო ძალებმა სხვადასხვა ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი გამოყენეს, მათ შორის ირანული წარმოების შაჰედის დრონები. რაც შეეხება ფრონტზე არსებულ მდგომარეობას, უკრაინის გენშტაბის ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ფრონტის ხაზზე 150-ზე მეტი საბრძოლო შეტაკება მოხდა.