რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

რუსეთმა ოდესაზე ისევ დრონებით მიიტანა იერიში. წინასწარი ცნობებით, არიან დაშავებულები. დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა – კერძოდ, საცხოვრებელი სახლები, მაღაზიები და ავტომობილები. ამასთან, კიევის საქალაქო ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ღამით საჰაერო თავდაცვის ძალებმა დედაქალაქის თავზე მტრის 15-მდე დრონი გაანეიტრალეს. რაც შეეხება ფრონტზე არსებულ მდგომარეობას, უკრაინის გენშტაბის ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ფრონტზე 158 საბრძოლო შეტაკება მოხდა. მოსკოვის მიმართულებით დრონებით მასირებული იერიშის შესახებ რუსეთის დედაქალაქის მერიც აცხადებს. მისი თქმით, ჩამოგდებულია 32 უკრაინული დრონი. დრონებით იერიშის საფრთხის გამო, მოსკოვის სამმა აეროპორტმა დროებით ავიარეისების მიღება და გაშვება შეაჩერა.