რუსეთმა იერიში მიიტანა ოდესაზე, არიან დაშავებულები. რუსული დრონების მასიური თავდასხმის შედეგად ოდესაში ორი ადამიანი დაშავდა, დაზიანდა სკოლა და კერძო საცხოვრებელი სახლები, რამდენიმე ადგილზე გაჩნდა ხანძარი. ღამით აფეთქებები მოხდა ხარკოვშიც. რუსებმა ქალაქს მართვადი საავიაციო ბომბებით შეუტიეს, შედეგად მრავალსართულიანი კორპუსი დაინგრა, დაშავებულია 25 ადამიანი. დაშავებულებს შორის ყველაზე პატარა 3 თვის
ჩვილია. პარალელურად, რუსეთის მიერ ზაპოროჟიეზე მიტანილი იერიშის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 40-მდე გაიზარდა. დაღუპულია 4 ადამიანი. დანგრეულია მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი, კერძო სახლები და დაზიანებულია ონკოლოგიური საავადმყოფოს შენობა.