რუსეთის მიერ ხარკოვზე მიტანილი საჰაერო იერიშის შედეგად 12 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ ხარკოვის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლეგ სინეგუბოვი ავრცელებს. რუსეთის ძალებმა თავდასხმა გვიან ღამით, რეგულირებადი საავიაციო რაკეტებით განახორციელეს. თავდასხმის შედეგად დაზიანდა მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი, საიდანაც მოსახლეობის ევაკუაცია მოხდა, ასევე დაზიანებულია ავტომობილები.