რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

უკრაინა კონტრშეტევით ოპერაციას განაგრძობს.

საომარი მოქმედებების ეპიცენტრში ზაპოროჟიეს ოლქია. უკრაინული მხარის ინფორმაციით, ერთ-ერთ მნიშვნელოვან დასახლებაზე კონტროლი აღდგენილია. თავის მხრივ საკუთარი პოზიციების გაუმჯობესებაზე და წინსვლაზე ავრცელებს ინფორმაციას რუსეთი. ფრონტის ერთ-ერთ მთავარ ხაზად რჩება დონეცკის ოლქის ქალაქი ბახმუტი, რომელიც რუსეთის საოკუპაციო ძალებისგან პრაქტიკულად განადგურებული, მოსახლეობისგან კი დაცლილია. დღის ბოლოს მოვლენების ეპიცენტრში რუსეთის როსტოვის ოლქის ქალაქი ტაგანროგი ექცევა. მოსკოვი კიევს ქალაქზე სარაკეტო თავდასხმაში ადანაშაულებს. ბრალდებების გარდა უკრაინამ დღეს რუსეთის პირველი პირისგან რამდენიმე მნიშვნელოვანი გზავნილიც მიიღო.