რუსეთის მთავრობის გადაწყვეტილებას ბენზინისა და დიზელის ექსპორტის დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით, ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში ეხმაურებიან. კავშირის თავმჯდომარე ვახტანგ იობაშვილი მედიასთან საუბარში აცხადებს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ბაზარზე არასტაბილურობას გამოიწვევს, თუმცა, ასევე განმარტავს, რომ საქართველოს ამ მიმართულებით დეფიციტი და პრობლემა არ შეექმნება. რაც შეეხება საწვავის ფასის ცვლილებას, ვახტანგ იობაშვილის თქმით, ფასთან დაკავშირებით პროგნოზების გაკეთება ამ ეტაპზე ნაადრევია.