„რუსეთი მზადაა მოლაპარაკებებისთვის“- მარია ზახაროვას განცხადება

„რუსეთი მზადაა, უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით განიხილოს ნებისმიერი რეალისტური სამშვიდობო ინიციატივა, რომელიც ითვალისწინებს რუსეთის ინტერესებს და ადგილზე არსებულ ვითარებას“, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა. მისივე თქმით, რუსეთი ღიაა მოლაპარაკებებისთვის. როგორც მარია ზახაროვამ აღნიშნა, რუსეთი განიხილავს მხოლოდ ისეთ მოლაპარაკებას, რომელიც დაფუძნებული იქნება მოსკოვის ინტერესების გათვალისწინებაზე. საგარეო უწყების წარმომადგენელი ასევე გამოეხმაურა პოლონეთში ამერიკული ანტისარაკეტო თავდაცვის ბაზის გახსნას და თქვა, რომ ეს ბირთვული საფრთხის დონეს ზრდის. ზახაროვას თქმით, პოლონეთში ანტისარაკეტო თავდაცვის ბაზა შეემატა პოტენციური დარტყმებისთვის პრიორიტეტული სამიზნეების სიას.