ამერიკის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის გარშემო აგორებული სკანდალი გრძელდება.
კიევიდან დაბრუნებული დონალდ ტრამპის ადვოკატი სავარაუდო კორუფციული სქემის ახალ გარემოებებზე საუბრობს. რუდი ჯულიანი ამტკიცებს, რომ ჯო ბაიდენი და მისი შვილი, პეტრო პოროშენკოს პრეზიდენტობის პერიოდში მასშტაბურ კორუფციულ გარიგებაში იყვნენ ჩართულები, შედეგად კი მილიონობით დოლარი „თეთრდებოდა“. ერთ-ერთ მოწმედ ადვოკატი უკრაინის ყოფილ გენერალურ პროკურორს ასახელებს. თუმცა, ბრალდებებს მიღმა პოლიტიკურ მოტივებს ხედავენ ამერიკის პრეზიდენტის ოპონენტები, რომლებმაც სწორედ უკრაინაში აღძრული საქმის გამო, კონგრესში ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყეს.